დმანისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოები რამდენიმე მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს.
ეწყობა და რეაბილიტაცია უტარდება ჯამში 3 კილომეტრამდე გზა. პროექტების ფარგლებში მოეწყობა ტროტუარები, სანიაღვრე და წყალარინების სისტემები, მოეწყობა გარე განათება.
პროექტის ღირებულება 4 მილიონი ლარია.