გერცელ ბააზოვის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ისტორიული იერსახის შენარჩუნებით, სრულად განახლდა ქუჩის ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო გარე განათების ქსელი, კიბეები, ქვაფენილი და ტროტუარი. პრევენციის მიზნით, განხორციელდა ავარიული სახლებისა და კედლების გამაგრება. პროექტის ღირებულებამ 600 ათასი ლარი შეადგინა.