27 ნოემბერი 2026,   22:27
ვრცლად
თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო, სადაც სიმბოლური კაფსულა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩადო

თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო, სადაც სიმბოლური კაფსულა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩადო.

დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი კი უკვე დასრულებული სამბოს ახალი დარბაზია, რომელიც ორი სავარჯიშო ლეიბისგან და 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნისგან შედგება.

სპორტული ქალაქის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ კალათბურთელთა ნაკრებს და კლუბ "იბერიას" გუშინ მიღწეული გამარჯვებებისთვის.

დღის ამბები