26 ნოემბერი 2026,   22:17
ვრცლად
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ისტორიული მემკვიდრეობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა - საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე აღინიშნა

"საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს" - სწორედ ამ მიზნით 108 წლის წინ ეროვნული საბჭო მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში შეიკრიბა. შემუშავდა და დამტკიცდა დებულება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. დოკუმენტის მთავარი პრინციპი თითოეული მოქალაქისთვის თანაბარ საარჩევნო უფლებას გულისხმობდა. ამ დებულებას ეყრდნობა დღევანდელი საარჩევნო კოდექსიც.

საუკუნის განმავლობაში შეიცვალა მიდგომები, დაიხვეწა ტექნოლოგიები, თუმცა უცვლელი დარჩა მთავარი პრინციპები. პრემიერ-მინისტრმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გატარდა. აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტი სწორედ ასეთი ინსტიტუტის სიძლიერეზე დგას.

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სიტყვით გამოსვლის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ. პირველმა კანონმდებელმა ხაზი გაუსვა საარჩევნო კომისიის თითოეული თანამშრომლის როლს და პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ქვეყნის წინაშე აქვთ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ისტორიულ მემკვიდრეობაზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც. გიორგი კალანდარიშვილმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და საქმიანობაში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე წელს პირველად აღინიშნება.

დღის ამბები