26 ნოემბერი 2026,   00:12
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე დევნილთა კომპენსაციის პროგრამაზე: ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა, 15 000-ზე მეტია იმ ოჯახების რაოდენობა, რომელმაც მოგვმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, გადაცემა "ღამის კურიერში", დევნილთა ოჯახებისთვის განკუთვნილ 10 000-ლარიან კომპენსაციაზე საუბრობს.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მომართვიანობა საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა მოხდება გადამოწმება, რათა თავიდან იყოს არიდებული ოჯახების ხელოვნურად დაყოფის რისკები.

"მოლოდინს გადააჭარბა ინტერესმა - რაც ჩვენი გამოთვლებით იყო, ბევრად მეტი აღმოჩნდა დაინტერესებული, რომ მსგავსი პროგრამა შექმნილიყო, ეს უკავშირდება კომპენსაციის გაცემას. რაც მოლოდინი გვქონდა, მომართვიანობა იმაზე ბევრად მეტი იყო. საბოლოო ჯამში, 15 000-ზე მეტია იმ ოჯახების რაოდენობა, რომელმაც მომართვა გააკეთა.

მოგეხსენებათ, თავდაპირველადვე გამოვაცხადეთ, რომ დაკმაყოფილებას შევეცდებით იმ თანმიმდევრობით, როგორც განაცხადები შემოვიდა, მაგრამ ამას, ბუნებრივია, წინ უნდა უძღოდეს განაცხადის წარმდგენი ოჯახის გადამოწმება. თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არ ეხებოდა იმ ოჯახებს, რომელთაც უკვე აქვთ მიღებული დაკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა დროში. აქ შეიძლება ოჯახების ხელოვნურად დაყოფის რისკები გაჩნდეს, რასაც, ბუნებრივია, სჭირდება შემოწმება. ეს ადმინისტრაციული პროცესია და ვფიქრობთ, რომ ახლო მომავალში დავასრულებთ და, საბედნიეროდ, მაქვს შესაძლებლობა იმის თქმისა, რომ რეალურად როგორც დავგეგმეთ, დაახლოებით დეკემბრის შუა რიცხვებიდან, მზად ვიქნებით, რომ გავცეთ კომპენსაცია", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები