26 ნოემბერი 2026,   18:38
ვრცლად
ცაგერის მერი: განვითარებული მეწყრული სიტუაციიდან გამომდინარე, დანგრეულია 4 სახლი, ოთხს მისასვლელი გზა არ აქვს, გაყვანილია 33 ადამიანი უსაფრთხო ადგილზე

ცაგერში სოფელ ლაილაშში მეწყერმა 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა. სტიქიის ზონიდან გაყვანილია მოსახლეობა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაილაშში მეწყრული პროცესი ღამის საათებში განვითარდა. შესაბამისმა სამსახურებმა კი სტიქიის ზონიდან მოსახლეობა ოპერატიულად გამოიყვანა.

ადგილზე დილიდან იმყოფება გეოლოგების ჯგუფი, მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიის, საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების შეფასება. უსაფრთხოების მიზნით ასევე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

"განვითარებული მეწყრული სიტუაციიდან გამომდინარე, დანგრეულია 4 სახლი, ოთხს მისასვლელი გზა არ აქვს, გაყვანილია 33 ადამიანი უსაფრთხო ადგილზე და დაბინავებულები არიან ამ ეტაპზე. მეწყერი დინამიკაში ვითარდება და არსებობს საფრთხე და საფრთხიდან გამომდინარე, მოსახლეობა გაყვანილი გვყავს უსაფრთხო ადგილზე," - განაცხადა ცაგერის მერმა, ჭაბუკა ჭაბუკიანმა.

დღის ამბები