26 ნოემბერი 2026,   19:43
ვრცლად
მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე MIT Open Learning-ის პროფესიული სწავლების მიმართულებების ხელმძღვანელს, MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს, ქეთლინ კენედის შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მომავლის პროფესიებს.

მარიამ ლაშხმა და გიორგი ჩაკვეტაძემ სტუმარს საქართველოს განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები და ამ პროცესში მიღებული გამოცდილება გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ MIT Open Learning უკვე თანამშრომლობს პროფესიულ კოლეჯ "სქილვილთან".

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განათლების რეფორმის ფარგლებში გავიზიაროთ MIT-ის გამოცდილება და ცოდნა, მათ შორის, მომავლის პროფესიების, ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირებისა და თანამედროვე სასწავლო რესურსების განვითარების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

დღის ამბები