26 ნოემბერი 2026,   23:13
ვრცლად
აშშ-ში, მადლიერების დღის პერიოდში მომხდარმა ძლიერმა შტორმებმა ფრენების შეფერხება გამოიწვია, 600 000 მომხმარებელი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

აშშ-ში, მადლიერების დღის პერიოდში მომხდარმა ძლიერმა შტორმებმა, რომელიც ქვეყნის ნაწილს დაატყდა თავს, აშშ-ის მასშტაბით ასობით ავიარეისი გააუქმა.

მოსალოდნელი იყო, რომ ამ კვირაში 80 მილიონზე მეტი ამერიკელი იმოგზაურებდა, პარალელურად კი ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური (NWS) აშშ-ის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე შტორმებს პროგნოზირებს, რამაც შესაძლოა ძლიერი წვიმა და წყალდიდობა გამოიწვიოს.

აშშ-ში ამ დრომდე თითქმის 400 რეისი გაუქმდა, 600 000-ზე მეტი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ნიუ-იორკში, უამინდობის საფრთხის გამო, მადლიერების დღისადმი მიძღვნილი Macy's-ის მე-100 საიუბილეო აღლუმი გადაიდო, ნიუ-ჯერსიში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დღის ამბები