27 ნოემბერი 2026,   20:59
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ხრისტო დიკანსკისთან.

მხარეებმა განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა შავი ზღვის სტრატეგიულ როლს რეგიონული დაკავშირებადობის, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.

ამ კონტექსტში, მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს 2027 წელს ბულგარეთში, ევროკომისიასთან თანამშრომლობით დაგეგმილი ერთობლივი რეგიონული დაკავშირებადობის სამიტის შესახებ და აქტიურ ერთობლივ ჩართულობაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

დღის ამბები