25 აგვისტო 2026,   23:48
ვრცლად
"მისნაირი არავინ ყოფილა და არც არასდროს იქნება" - დონალდ ტრამპი დოლი პარტონის გარდაცვალებას ეხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომღერალ დოლი პარტონის გარდაცვალებას ეხმაურება. იგი სამძიმარს უცხადებს მისი შემოქმედების მილიონობით თაყვანისმცემელს და აცხადებს, რომ მომღერლის ხსოვნის პატივსაცემად, შეერთებული შტატების მასშტაბით, სახელმწიფო დროშა ერთი კვირით დაეშვება.

"დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ახლახან გარდაიცვალა დოლი პარტონი - ქანთრი მუსიკის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი შემსრულებელი და არა მხოლოდ. ეს ნამდვილი დანაკარგია მილიონობით ადამიანისთვის. მისნაირი არავინ ყოფილა და არც არასდროს იქნება. მის პატივსაცემად, დღეს საღამოს 6:00 საათიდან, შეერთებული შტატების მასშტაბით, ამერიკის დროშას ერთი კვირით დავუშვებ. მშვიდად განისვენე, დოლი! სამყაროს უყვარხარ," - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები