14 ნოემბერი 2026,   19:12
ვრცლად
ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობა", როცა თუ იყავი მათი წევრი და მით უმეტეს თანამდებობის პირი, მწვანე გქონდა ანთებული დანაშაულის ჩადენაზეც კი - გურამ მაჭარაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე მსჯავრდებულთა განაჩენზე

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს ხუთ-ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

საქმე 2024 წლის აქციის დროს მომხდარ ფაქტს ეხება. მსჯავრდებულებს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება ედებოდათ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ფიზიკური დაპირისპირება თავად ხაბეიშვილმა დაიწყო, როცა პოლიცია გამოიწვია:

"ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, რა თქმა უნდა, სადაც მათ შორის ძალოვანი უწყება იქნება ეს, საჯარო მოხელე იქნება თუ ნებისმიერი თანამდებობის პირი, პასუხს აგებს კანონის წინაშე თანაბრად.

ეს ხომ არ არის "ნაციონალური მოძრაობა", როდესაც, მაგალითად, თუ იყავი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და მით უმეტეს თანამდებობის პირი, მწვანე გქონდა ანთებული, მათ შორის დანაშაულის ჩადენაზეც კი. დღევანდელ სახელმწიფოში ხაბეიშვილის შემთხვევა არ არის ერთადერთი, რომელიც იქნა გამოძიებული შესაბამისი კანონის საფუძველზე. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ ეს ხალხიც როგორ გამომწვევადაც იქცეოდა და მათ შორის ხაბეიშვილი, რომ პირდაპირ შევარდა, ანუ პოლიცია კი არ მივიდა ხაბეიშვილთან, თვითონ მივიდა და თვითონ გამოიწვია ამ შემთხვევაში ეს ფიზიკური დაპირისპირება, მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდა და დადგინდა ეს შედეგი, რაც დადგინდა", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები