ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი, 14 ნოემბერს, აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება, - ინფორმაცია Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა.
ცნობისთვის, ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვთან უნდა ეჭიდავა, თუმცა RAF-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური პოსტერის თანახმად, მის წინააღმდეგ ხალიჩაზე ქართველი გავა.
11 ნოემბერს, აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი, რამდენიმე პირთან ერთად, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხა. თავდამსხმელებს უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. ასევე, მათი ქვეყნიდან დეპორტაციაც მოხდება.
სასამართლომ, დვალიშვილსა და ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის 50 000 დირჰემის გადახდა დააკისრა.
ქართველების ჯარიმების გადახდა ორგანიზაცია RAF-მა საკუთარ თავზე აიღო.