12 ნოემბერი 2026,   21:01
ვრცლად
პრემიერი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა - დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართ

დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებასთან დაკავშრებით.

„დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. განვიხილეთ ევროპის უსაფრთხოების ცვალებადი გარემო და არსებული გამოწვევები. ყურადღება გავამახვილე საქართველოს ძალისხმევაზე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ“, - აღნიშნავს პრემიერი.

დღის ამბები