"კურიერის" ექსკლუზივი - დიდუბეში მომხდარი ორმაგი მკვლელობის საქმეზე "რუსთავი 2-მა" მოიპოვა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება ბრალდებული მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე კორპუსის ეზოში.
მამაკაცს თან აქვს იარაღი, რომლითაც ჭრილობები ცოლ-ქმარს სადარბაზოში მიაყენა. ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
"კურიერის" ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა იპოთეკით დატვირთული ბინა აუქციონზე შეიძინა, ბრალდებული კი ბინის დატოვებას არ აპირებდა და მისი გამოსახლება დღეს იგეგმებოდა.
აღსრულების ბიუროს ინფორმაციით, ოთხი წლის განმავლობაში, ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს და, მოლაპარაკებების გზით, გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო შეხვედრა გუშინ გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.