12 ნოემბერი 2026,   18:32
ვრცლად
საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელ სიტყვების გამოყენებისთვის, სასამართლომ სოფიო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა სოფო ბათილაშვილის საქმე, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებს. ბათილაშვილი 3 000 ლარით დაჯარიმდა.

პროცესთან დაკავშირებით, დამატებითი კომენტარი გააკეთა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, მარიამ კერესელიძემ.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სოფიო ბათილაშვილის მიმართ, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო პოსტი, რომელშიც იყენებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები სასამართლოში, რომელიც სასამართლოს მიერ უტყუარად იქნა მიჩნეული, აღნიშნული პირი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით", - განაცხადა მარიამ კერესელიძემ.

დღის ამბები