აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან "ეს დრო წარსულს ჩაბარდა".
დონალდ ტრამპის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უკვე შტატების კონტროლქვეშაა.
"ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება. ეს დრო, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. ჩვენს ხელშია მათი ფული - ასობით მილიარდი დოლარი - და, ასევე, მათი სრუტე", - აცხადებს შტატების პრეზიდენტი.