13 ნოემბერი 2026,   18:16
ვრცლად
გამოცემა NIUS-ის მთავარი რედაქტორის, იულიან რაიხელტის ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდება პრესის თავისუფლებასა და კრიტიკულ ჟურნალისტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა - ალის ვაიდელი

გამოცემა NIUS-ის მთავარი რედაქტორის, იულიან რაიხელტის ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდება პრესის თავისუფლებასა და კრიტიკულ ჟურნალისტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა, - ამის შესახებ "ალტერნატივა გერმანიისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი სოციალურ ქსელში წერს და დამწვარი ავტომობილის ფოტოებს აქვეყნებს.

ვაიდელის თქმით, ვინც არასასურველი მედიის დაშინებას ცდილობს, დემოკრატიის ფუნდამენტურ საყრდენებს ესხმის თავს.

"გამოცემა NIUS-ის მთავარი რედაქტორის, იულიან რაიხელტის ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდება პრესის თავისუფლებასა და კრიტიკულ ჟურნალისტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა.

ის, ვინც მისთვის არასასურველი მედიის დაშინებას ცდილობს, დემოკრატიის ფუნდამენტურ საყრდენებს ესხმის თავს", - წერს ალის ვაიდელი.

დღის ამბები