13 ნოემბერი 2026,   18:16
ვრცლად
მეტროსადგურ "უნივერსიტეტში" დაკვამლიანება იყო

მეტროსადგურ "უნივერსიტეტში", ერთ-ერთი მატარებლის ტექნიკური პრობლემის გამო, დაკვამლიანება იყო.

როგორც "რუსთავი 2-ს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა, ხაზიდან მოიხსნა და მოქალაქეებს სათადარიგო შემადგენლობა ემსახურება.

კომპანიის ცნობით, ამ წუთებში, შეფერხება არ ფიქსირდება.

 

დღის ამბები