13 ნოემბერი 2026,   23:39
ვრცლად
4 წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

4 წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, უკვე წელიწად-ნახევარია, მშობლები საკუთარი შვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის იბრძვიან.

გიორგიმ, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, თავის ტვინის დაზიანება მიიღო. მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა, დაკარგა მეტყველების უნარი და განუვითარდა მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, გიორგის ჩაუტარდა არაერთი ურთულესი ოპერაცია - ელენთის ამოკვეთა, მარცხენა ფეხის ოპერაცია, კრანიოტომია (თავის ქალის ძვლის დროებითი ამოღება) და კრანიოპლასტიკა (თავის ქალის აღდგენა იმპლანტებით).

"ძლიერი სისხლდენის გამო, საავადმყოფოში მიყვანისას გიოს გული ორჯერ გაუჩერდა. ქართველმა ექიმებმა კერძოდ, ინგოროყვას ბავშვთა რეანიმაციის გუნდმა კი სასწაული შეძლეს და პატარას სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

წელიწად-ნახევრის განმავლობაში მშობლებმა საკუთარი სახსრებითა და ახლობლების დახმარებით 800 000 ლარზე მეტი დახარჯეს. დღეს ოჯახს ფინანსური რესურსი სრულად ამოწურული აქვს.

ბოლო პერიოდში დაეწყო გაურკვეველი ხასიათის გულყრები, რომელთა დროსაც აღინიშნება სხეულის ძლიერი დაჭიმულობა. მიმდინარეობს გულყრების ტიპის დაზუსტება, მათ შორის, განიხილება სპაზმური ან ეპილეფსიური ხასიათის ეპიზოდების შესაძლებლობა.

გიორგის ეს გულყრები მალე უნდა დამთავრდეს, რადგან მისი მიღწეული განვითარების ტემპმა არ დაიწყოს უკუსვლა. საჭიროებს მხედველობის მდგომარეობის დამატებით გამოკვლევას, სასწრაფო მკურნალობასა და კვლევების მიხედვით დადგენილ დამატებით სამედიცინო ჩარევებს.

სრული სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობისა და აუცილებელი სამედიცინო ჩარევების დასაფინანსებლად, ასევე თურქეთში სამ თვეში ერთხელ გამგზავრებისთვის, ამ ეტაპზე 64,000 აშშ დოლარი სჭირდება. ფინანსური რესურსების არქონის გამო, ოჯახმა გაზაფხულში თურქეთში გამგზავრება ვერ შეძლო", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 

დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:


მიმღები დედა : ნინო ბარაბაძე

TBC : #GE11TB7309545063300011

BOG: #GE55BG0000000611323211

PayPal: #paypal.me/NutsaBarabadze

დღის ამბები