საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, 15 ნოემბერს, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, შპს "თბილსერვის ჯგუფი" ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, მითითებულ პერიოდში ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ობიექტი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.
შპს "თბილსერვის ჯგუფი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.