14 ნოემბერი 2026,   19:06
ვრცლად
ეს 2 ადამიანი არის უბრალო აღმსრულებელი, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ათეულობით ადამიანს - ირაკლი ფავლენიშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე მსჯავრდებულთა განაჩენზე​

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს ხუთ-ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

საქმე 2024 წლის აქციის დროს მომხდარ ფაქტს ეხება. მსჯავრდებულებს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება ედებოდათ.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ამ ორ მსჯავრდებულეს, არამედ კიდევ ბევრს უნდა დაეკისროს.

"ეს 2 ადამიანი არის უბრალო აღმსრულებელი. ეს არ გახლავთ ლევან ხაბეიშვილის საქმის გამოძიება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ათეულობით ადამიანს", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები