14 ნოემბერი 2026,   15:16
ვრცლად
"ჩვენ არ გვინდა რუსეთისთვის პრობლემების შექმნა, ვიმედოვნებ, რომ ეს რუსეთის განზრახვაც არ არის" - ნიკოლ ფაშინიანი დეკემბერში მოსკოვში სამ ვიზიტს გეგმავს

სამი ვიზიტი რუსეთში ერთ თვეში - ნიკოლ ფაშინიანი დეკემბერში მოსკოვთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს გეგმავს. სომხეთის პრემიერი რუსეთს 3, 11 და 22 დეკემბერს ეწვევა. დუბლინში გამოსვლისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარება რუსეთისგან დაშორებას არ ემსახურება.

"არ გვსურს რუსეთისთვის პრობლემების შექმნა", - ამბობს სომხეთის მთავრობის მეთაური.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში მეგობრული ატმოსფეროს შენარჩუნებას შეძლებენ:

"დეკემბერში რუსეთში სამჯერ ჩავალ. 3, 11 და 22 დეკემბერს რუსეთს მოლაპარაკებებისთვის ვეწვევი. იმედი მაქვს, შევძლებთ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში მეგობრული ატმოსფეროს შენარჩუნებას. ჩვენი მიზანი არ არის რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება. ჩვენ არ გვინდა რუსეთისთვის პრობლემების შექმნა. ვიმედოვნებ, რომ ეს რუსეთის განზრახვაც არ არის", - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

დღის ამბები