ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მხატვარ ირინა ხოსროშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედება სხვადასხვა სტილსა და მხატვრულ მიმდინარეობას აერთიანებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო განსხვავებული თემატიკისა და შესრულების მანერის ნამუშევრები, რომლებიც მხატვრის შემოქმედებით მრავალფეროვნებას ერთ სივრცეში აერთიანებდა. ღონისძიება აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.