რა შესაძლებლობები აქვთ ადგილობრივ მეწარმეებს ბიზნესის გასაფართოებლად - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ თელავში ბიზნესის წარმომადგენლებს მიმდინარე პროგრამები და სიახლეები გააცნო, მათგან კი რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე მოისმინა ინფორმაცია.
შეხვედრას კორპორაციის დირექტორი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ესწრებოდნენ.