საბა ლაზიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მებრძოლი მადლობას უხდის თითოეულ მხარდამჭერს. ასევე აღნიშნავს, რომ მოგვიანებით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრებს.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრი დადებითი სმს მომდის, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ და ძალიან მიხარია ამდენ სიყვარულს რომ ვგრძნობ თქვენგან. მინდა გითხრათ, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არაფერი განსაკუთრებული არ მჭირს, მხოლოდ პატარა ნაკაწრებია. ახლო მომავალში ჩავწერ სრულ ინტერვიუს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით", - ამბობს საბა ლაზიშვილი.
აბუ-დაბის სასამართლომ ქართველ სპორტსმენებს საბა ლაზიშვილსა და მერაბ დვალიშვილს, 50 000 დირჰამის ჯარიმა შეუფარდა, რომელსაც RAF-ი დაფარავს. გაცილებით მკაცრია გადაწყვეტილება სპორტსმენებზე თავდასხმაში ბრალდებულების მიმართ, უსმან ნურმაგომედოვსა და მის გარემოცვას ექვსთვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია შეეფარდათ.