14 ნოემბერი 2026,   13:10
ვრცლად
მე ამ პროცესს დავარქმევდი ვარდების რევოლუციიდან წითლიძის ისტერიკამდე, აი ეს არის მთელი ეს ანატომია - გიორგი სოსიაშვილი საკონსტიტუციო სარჩელსა და "ნაციონალურ მოძრაობაზე"

ადამიანის უფლებების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, საკუთრების უფლების ხელყოფა - მტკიცებულებების სია ვრცელია. ოთხი დღე, ხუთი მოპასუხე და უარყოფით მხილებული სისტემური დანაშაული.

"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების მიერ ჩადენილი დანაშაული პარტიას არ ეხება. თუმცა, პარტიის წევრები ვერ უარყოფენ დანაშაულების ნამდვილობას, რაც კონსტიტუციურ სარჩელშია თავმოყრილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს იმის მცდელობაც ჰქონდათ, რომ უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ძალადობრივი აქციების ორგანიზება და განხორციელება გამოხატვის თავისუფლებად წარმოეჩინათ, მათ შორისაა 4 ოქტომბრის მოვლენები. თუმცა, "ქართული ოცნების" სარჩელში მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე დასმულმა კითხვებმა, ეს მცდელობაც წარუმატებელი გახადა.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" პასუხები კითხვებზე მხოლოდ ერთ რამეს მოწმობს - უპირატესობა "ქართული ოცნების" სარჩელის მხარესაა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ხავსიც აღარ აქვს, რომ მოეჭიდოს და მუდმივად თავის მართლების პოზიციაში არიან.

"საბოლოდ დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი, თუ რასთან გვქონდა საქმე მთელი ამ წლების განმავლობაში და როგორი დამნაშავე რეჟიმი მართავდა ამ ქვეყანას და რა მდგომარეობამდე მიიყვანეს თავიანთი სახელმწიფო.

ხავსიც აღარ აქვთ, რომ მოეჭიდონ და თავის მართლებაში არიან და მე ამ პროცესს დავარქმევდი ვარდების რევოლუციიდან წითლიძის ისტერიკამდე, აი ეს არის მთელი ეს ანატომია, აქამდე დაეცნენ, აქამდე დაეშვნენ და გააწამეს მათ ქართველი ხალხი, ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი საზოგადოების უამრავი ოჯახი გააუბედურეს და სასამართლოზე გამოდიან და თავს იმართლებენ ახლა.

მთელ ქვეყანას აჩვენებენ თავიანთ ნამდვილ სახეებს და სწორედაც ღირსეულად მოიქცა ჩვენი სახელმწიფო, რომ მათი აკრძალვის მოთხოვნის სარჩელი წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში. დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ მყარი არგუმენტებით გამაგრებულ სარჩელს თავისი მსვლელობა და თავისი გადაწყვეტილება ექნება", - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

დღის ამბები