14 ნოემბერი 2026,   21:48
ვრცლად
მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა - ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელ მარლონ მორაესს სძლია.

დვალიშვილმა მეტოქე წუთნახევარში დაამარცხა. ბრძოლის დასრულებისა და გამარჯვების შემდეგ მერავ დვალიშვილმა, აბუ-დაბიში ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა: "ქვეყნის ხელმძღვანელობას ვთხოვ, გაათავისუფლეთ ის ბიჭები (ჩხუბის მონაწილეები)" - თქვა მიმართვისას დვალიშვილმა. 

ქართველი სპორტსმენი მორაესს მეორედ დაუპირისპირდა. მათი პირველი შეხვედრა 2021 წლის სექტემბერში, UFC 266-ზე შედგა, სადაც დვალიშვილმა ბრაზილიელი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

დღეს კი, აბუ-დაბიში კიდევ ერთი ქართველი, მოჭიდავე საბა ლაზიშვილი იასპარეზებს, რომელიც სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების დროს დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა, ის ლეგენდარულ ურაია ფეიბერს დაუპირისპირდება.

 

დღის ამბები