14 ნოემბერი 2026,   22:25
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმე - სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ ძალოვანებს 5 წელი მიესაჯათ

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის საქმეზე დაკავებულ ორ ყოფილ სპეცრაზმელს, 5-5 წლით პატიმრობაში ყოფნა მოუწევს. გადაწყვეტილება მოსამართლე ჭვებე ნაჭყებიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გამოაცხადა.

საქმე 2024 წლის აქციის დროს მომხდარ ფაქტს ეხება. მსჯავრდებულებს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება ედებოდათ.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში "ხალხის ძალა" საუბრობენ იმ ფაქტზე, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც კანონის წინაშე პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად ეკისრება. გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისგან განსხვავებით, თანამდებობრივი მდგომარეობა თუ სტატუსი პასუხისმგებლობისგან დღეს არავის ათავისუფლებს.

სამართლებრივი შედეგის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა "ნაციონალური მოძრაობა". მიხეილ სააკაშვილის პარტიაში დღეს ვერ იხსენებენ კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც 2003-2012 წლებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უფლებების დარღვევას უკავშირდება. აცხადებენ, რომ მსგავსი სამართლებრივი გადაცდომების არსებობის შემთხვევაშიც კი, საკითხი მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჭრილში უნდა განიხილებოდეს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოში ადამიანის უფლებები კონსტიტუციით არის დაცული და კანონის წინაშე თითოეული მოქალაქე თანასწორია.

ხაბეიშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ჰქონდათ წარდგენილი.

დღის ამბები