მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთა ლიგის B2 ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩი საქართველო-უნგრეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა, უნგრეთის გამარჯვებით, ანგარიში 0:2 დასრულდა.
თამაშის 73-ე წუთზე უნგრელების ანგარიშზე 1 გოლი ლაშა დვალის ავტოგოლით ჩაიწერა, საბოლოო ანგარიში კი, 85-ე წუთზე ვარგას მიერ გატანილი გოლით დაფიქსირდა.
ერთა ლიგის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან გამართავს.