27 აგვისტო 2026,   03:20
ვრცლად
პირველი გერმანელების კვალი საქართველოში

ბადენ -ვიურტემბერგელმა საქართველოს მიწაზე ფეხი დადგა და მასთან ერთად კიდევ 30-მა ოჯახმა თბილისის მახლობლად პირველი გერმანული კოლონია დააარსა.

იმ დროინდელი თბილისის სოციალურ -ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღეს. მე-19 საუკუნეში ბადენ-ვიურტემბერგელ გერმანელებში გავრცელებული იყო ე.წ.სეპარატისტული მიმდინარეობა, ისინი მთლიანად ემიჯნებოდნენ ლუთერულ ეკლესიას. სექტანტების ჯგუფი ქრისტეს მეორედ მოსვლის ადგილად კავკასიას, არარატის მთას მოიაზრებდა. თავდაპირევალდ ისინი სართიჭალის მახლობლად დასახლდნენ.

მათ შექმნეს დასახლება, რომელსაც მარიენფილდი დაარქვეს, ორი თვის შემდეგ ელიზაბეტტალი (დღევანდელი ასურეთი), მომდევნო ორი წლის მანძილზე კატარინენფელდი (დღევანდელი ბოლნისი), პეტერსდორფი(დღევანდელი სართიჭალასთან ახლოს), ნოი ტიფლისი( დღევანდელი აღმაშენებლის გამზირი, მარჯანიშვილის მოედანი), ალექსანდერსდორფი (დღევანდელი სამტრედიის, წერეთლის ქუჩები). გერმანელების დასახლება შეიქმნა სოხუმის მახლობლად.

ერთ-ერთი კოლონია კუკიის ტერიტორიაზე დაარსდა. აქ მხოლოდ ხელოსნები დასახლდნენ, რომელთაც ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთები დაურიგეს. ხსნიდნენ სახელოსნოებს, აფთიაქებსა და სავაჭრო სახლებს.

გერმანელების სახლების ჰქონდათ ეზოები, სადაც ეთესათ ხეხილი, ვენახი, ყვავილები. მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში მთავრობამ გამოყო თანხა ეკლესიებისა და სკოლების ასაშენებლად. თბილისში აშენდა ნეოგოთიკური სტილის ეკლესიები. 

1824 წელს ნოი-ტიფლისი, კუკია და ჩუღურეთი თბილისს მიაწერეს. კოლონია მტკვრის მარცხენა სანაპიროს პარალელურად, სწორხაზოვნად დაიგეგმა. მის მთავარ ქუჩასა, და აგრეთვე, აქ აშენებულ ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოს – დიდი მთავრის, მიხეილ რომანოვის სახელი ეწოდა (ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი).

1941-1942 წლებში საქართველოდან 20 423 გერმანელი ყაზახეთში გადაასახლეს. 

1818 წელს საქართველოში 500 ოჯახი ჩამოვიდა და ასე შეიქმნა გერმანელების დასახლება ბოლნისში. ბოლნისის მუზეუმში მრავალ საინტერესო ექსპონატს ნახავთ, რომლებიც გერმანული დასახლება კატარინენფელდის ისტორიასა და გერმანელებსა და ქართველებს შორის ურთიერთობებს ასახავს. 

საქართველოში მცხოვრები გერმანელები ამზადებენ ლუდის კასრებს, ეკატერინეფელდი (თანამედროვე ბოლნისი), XIX-XX საუკუნეების მიჯნა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, საქართველოდან 20 000 გერმანელი გადაასახლეს.

დღის ამბები