26 აგვისტო 2026,   00:00
ვრცლად
მოლოდინი დასრულდა, შედეგები ცნობილია - წელს სტუდენტის სტატუსი 34 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო

მოლოდინი დასრულდა, შედეგები ცნობილია - ქვეყნის მასშტაბით, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების უფლება 29 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

წელს, აბიტურიენტებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა უნივერსიტეტების პროგრამებთან ერთად, პროფესიული პროგრამაც აერჩიათ. შედეგად, პროფესიულ სასწავლებლებში 3 ათასზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. 1500-ზე მეტი კი საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე, ქართული ენის ერთწლიან გაძლიერებულ კურსს გაივლის.

ახალი სასწავლო წლიდან აბიტურიენტებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ელოდებათ - სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები სრულად უფასოდ ისწავლიან. ეს უმაღლესი განათლების სისტემური რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.

"განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია" - სტუდენტებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მომავალს სწორედ ახალგაზრდების ცოდნა, ენერგია და ძალისხმევა განსაზღვრავს.

სტუდენტის სტატუსის მოპოვება აბიტურიენტებს ქვეყნის პრეზიდენტმაც მოულოცა. მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება ახალგაზრდების როლზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ახალი იდეები და ინიციატივები.

ახალი გარემო, ახალი შესაძლებლობები და პროფესიული მომავლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი - წელს სტუდენტის სტატუსი სულ 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები