აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მომღერალ დოლი პარტონის ხსოვნის პატივსაცემად, შეერთებული შტატების მასშტაბით, სახელმწიფო დროშა ერთი კვირით დაეშვება.
აშშ-ის პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს პარტონის შემოქმედების მილიონობით თაყვანისმცემელს და აცხადებს, რომ "მისნაირი არავინ ყოფილა და არც არასდროს იქნება".
"დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ახლახან გარდაიცვალა დოლი პარტონი - ქანთრი მუსიკის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი შემსრულებელი და არა მხოლოდ. ეს ნამდვილი დანაკარგია მილიონობით ადამიანისთვის. მისნაირი არავინ ყოფილა და არც არასდროს იქნება. მის პატივსაცემად, დღეს საღამოს 6:00 საათიდან, შეერთებული შტატების მასშტაბით, ამერიკის დროშას ერთი კვირით დავუშვებ. მშვიდად განისვენე, დოლი! სამყაროს უყვარხარ," - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.