26 აგვისტო 2026,   20:52
ვრცლად
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ქუთაისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

მათივე ცნობით, უფლებამოსილი პირების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 106 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

"არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 40 112 ლარი შეადგინა. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს სანქციის სახით ჯარიმა - 5 372 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები