08 ნოემბერი 2026,   22:29
ვრცლად
მესხური რთველი და შთამბეჭდავი რიტუალი - რა განასხვავებს მესხურ მევენახეობას საქართველოს სხვა რეგიონებისგან

ანტიკურ პერიოდში წუნდა ჯავახეთის ცენტრად ითვლებოდა. ერთადერთი ნაგებობა, რომელმაც წუნდაში დროს გაუძლო ტაძარია. ის, რომ ადგილობრივები მევენახეობას ოდითგანვე მისდევდნენ, ეკლესიის კედელზეც ჩანს.

მესხური რთველი არ არის ისეთი მასიური და ხალხმრავალი როგორც კახეთში. გვიან რთველსაც მესხები უფრო წყნარად და მშვიდად ატარებენ. ჩვეულებრივ, მიწაზე მოშენებულ ვაზს მევენახეები ხშირად მარტოც კრეფენ. რაც შეეხება ხეზე ასულ ვაზს, აქ უკვე დამხმარეა საჭირო.

სიფრთხილე აუცილებელია. ხშირი წვიმების პერიოდში ტოტები გაშრობას ვერ ასწრებს და ფეხი ყოველთვის მყარად უნდა დადგათ.

დღეისათვის იდენტიფიცირებულია მესხური ყურძნის 24 ჯიში. ერთ დროს დავიწყებული და დაკარგული ჯიშების მოძიება-აღდგენას წლები დასჭირდა. გიორგი ნათენაძე ერთ-ერთი პირველია, ვინც ეს საქმე წამოიწყო და 2003 წლიდან მან ამ საქმეში ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინ.

მესხური რთველი უბრალოდ ყურძნის კრეფა არ არის. ეს არის უძველესი ტრადიციის გაგრძელება. თუნდაც ჯიში - მესხური მწვანე. მეღვინის თქმით, ამ ყურძნით დაყენებულ ღვინოს ანალოგი არ აქვს.

ხეზე ასული ვაზი არ იწამლება და სწორედ ესაა მესხური ღვინის ერთ-ერთი მთავარი პლუსიც. მაღლა ასულ ყურძენს დაავადებებიც ნაკლებად ემართება.

რთველი, რომელსაც ქალაქიდან გასვლა არ სჭირდება - მეღვინე გია ლეკიშვილმა რამდენიმე სართულიანი კორპუსის წინ ვენახიც გააშენა და პატარა მარანიც. ყოველ შემოდგომაზე აქ ბევრი ბავშვი იკრიბება იმისთვის, რომ ყურძენი დაკრიფონ და შემდეგ თავისივე ფეხით ძველ, ქვის საწნახელში ჩაწურონ.

ამ წამოწყებით, მესხურ მეღვინეობას კიდევ ერთი თაობა ეცნობა. ეს მხოლოდ მოსავლის აღება არ არის. ეს არის ისტორიის გახსენება და კარგი ტრადიციის შენარჩუნებაც.

დღის ამბები