08 ნოემბერი 2026,   19:11
ვრცლად
ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, თეირანში აღარ იციან ამერიკაში ვის უნდა ესაუბრონ​

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, მოჰსენ რეზაიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ისრაელის ომის პოლიტიკურ და სამხედრო შედეგებზე ირონიულად ისაუბრა.

რეზაის თქმით, აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, თეირანში აღარ იციან ამერიკაში ვის უნდა ესაუბრონ.

"თქვენ წააგეთ ომი და არჩევნები. ვენსმა მარცხი აღიარა, რუბიო თანამდებობიდან წასასვლელად ემზადება, ჰეგსეტს მალე გაათავისუფლებენ, ხოლო აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ახლა პოდკასტერი გახდა!

მაშ, კონკრეტულად ვის უნდა მივაწვდინოთ ეს გზავნილი ვაშინგტონში? დაიწყებთ ომს და გამანადგურებელ პასუხს მიიღებთ," - წერს რეზაი.

დღის ამბები