ყვარელში სახალხო დღესასწაული ილიაობა აღინიშნება - წელს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები იმართება ყვარელში ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში. მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე კულინარიული სივრცეები და ბავშვთა გასართობი ზონები.
მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივებს სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი ღონისძიებები და აქტივობები ელოდებათ. დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი.
"ყვარელი აღნიშნავს ილიაობის ტრადიციულ დღესასწაულს, მე დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო აღნიშნავს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს. ილიას მიზანი იყო, რომ შეექმნა განათლებული და პასუხისმგებლიანი საზოგადოება, რომელიც შემდგომში ააშენებდა ძლიერ საქართველოს. არასდროს ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა არ ყოფილა ისე ახლოს ილიას იდეასთან, როგორც არის დღეს", - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.