07 ნოემბერი 2026,   19:55
ვრცლად
ლადო სადღობელაშვილი: სწორად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკა და ქართული კომპანიების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება მხოლოდ თეორიული კონცეფცია არაა, ესაა გაზომვადი შედეგები, რომელსაც ქართული ბიზნესი გლობალურ ბაზრებზე ყოველდღიურად აღწევს

სწორად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკა და ქართული კომპანიების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება მხოლოდ თეორიული კონცეფცია არ არის , ეს არის კონკრეტული, გაზომვადი შედეგები, რომელსაც ქართული ბიზნესი გლობალურ ბაზრებზე ყოველდღიურად აღწევს, - წერს სოციალურ ქდელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი.

მისი თქმით, ქართულ პავილიონთან ჩინელი ბიზნესპარტნიორების, იმპორტიორებისა და მოქალაქეების ხანგრძლივი რიგებია შექმნილი.

“ამაზე ოპოზიციურ და უცხოქვეყნიდან ანგაჟირებულ მედიებში არ საუბრობენ!

• საქართველო და ქართული პროდუქცია მსოფლიო ეკონომიკის გოლიათის ყურადღების ცენტრშია!

ქართულ პავილიონთან ჩინელი ბიზნესპარტნიორების, იმპორტიორებისა და მოქალაქეების ხანგრძლივი რიგებია შექმნილი.

სწორად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკა და ქართული კომპანიების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება მხოლოდ თეორიული კონცეფცია არ არის , ეს არის კონკრეტული, გაზომვადი შედეგები, რომელსაც ქართული ბიზნესი გლობალურ ბაზრებზე ყოველდღიურად აღწევს.

ამის ნათელი მაგალითია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა (CIIE), სადაც ეკონომიკის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით 37 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.

ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკის უდიდეს ნაწილს ფლობს და მისი ყიდვისუნარიანობა დღითიდღე იზრდება. ამ მასშტაბურ ბაზარზე ქართულ ნაწარმზე ღვინოზე, აგროპროდუქტებზე, სასმელებსა და სხვა ადგილობრივ წარმოებაზე ინტერესისა და მოთხოვნის ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ეკონომიკური პოტენციალია.

საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთინტერესები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მზარდი პარტნიორობა ქართულ ბიზნესს აძლევს რეალურ ინსტრუმენტს, მყარად დაიმკვიდროს ადგილი აღმოსავლეთის უმსხვილეს ეკონომიკაში.

საქართველოს მთავრობისა და ეკონომიკის გუნდის თანმიმდევრული მუშაობის წყალობით, ორ ქვეყანას შორის გაღრმავებული ურთიერთინტერესები რეალურ ეკონომიკურ სარგებლად და ჩვენი ქვეყნის წინსვლად გარდაიქმნება”, წერს სოციალურ ქსელში ლადო სადღობელაშვილი.

დღის ამბები