07 ნოემბერი 2026,   15:00
ვრცლად
ევრობიუროკრატია საქართველოსგან ელოდება სრულ მორჩილებას - არა სუვერენიტეტისა და ხალხის ინტერესის დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას, არამედ ცალ ფეხზე დგომას - დავით მათიკაშვილი

ვის გულისხმობს ევროკომისია თვითნებურად დაკავებულებში? არიან თუ არა ამ სიაში, პოლიციისთვის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი აქტივისტები, ან ის ადამიანები, რომლებიც დემონსტრაციებზე ძალადობდნენ და პრეზიდენტის სასახლის აღებას შტურმით ცდილობდნენ? ხომ არ ითხოვს ამ ბუნდოვანი განცხადებით ევროკავშირი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას?

მაშინ, როდესაც ბრიუსელს 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენები არ დაუგმია, დღეს, გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, კონკრეტულ განმარტებას ისევ არ აკეთებს. "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურიდან 4 ნოემბერს გაგზავნილ კითხვებზე პასუხად კი ევროკომისია 6 ნოემბერს, მხოლოდ ერთ რამეს წერს: "მეტი არაფრის თქმა შეგვიძლია".

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიას მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. 

"რეალურად, არანაირი პასუხი არ აქვს ევროკომისიას. სინამდვილეში, მათ რომ ღიად დაასახელონ პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული, ვინც ცდილობდა პოლიციელების დაწვას, მოლოტოვის კოქტეილს ისროდა... აი, ეს გვარები რომ მიიჩნიონ თვითნებურად დაკავებულებად, პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენება გამოუვათ, იტყვიან, რომ ჩვენ ვითხოვთ დამნაშავე პირთა გათავისუფლებას, რაც მათ რეალურად არ სურთ.

იმიტომაც გაურბიან პასუხს, მიუთითებენ გაფართოების ანგარიშს, სადაც პრაქტიკულად ტყუილების მეტი არაფერი არ წერია, დიდი გამონაკლისის გარდა.

რეალურად, ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროკომისია, ევრობიუროკრატია, საქართველოსგან ელოდება სრულ მორჩილებას, საქართველოსგან ელოდება არა სუვერენიტეტის და ხალხის ინტერესის დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას, არამედ ცალ ფეხზე დგომას, რაც ამდენი წლის განმავლობაში საკუთარი თვალით და საკუთარი პოლიტიკით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რეალურად, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის ნაცვლად, მათ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესი გააჩნიათ, "- აცხადებს დავით მათიკაშვილი. 

დღის ამბები