07 ნოემბერი 2026,   13:31
ვრცლად
ეს იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე დღე, როდესაც მშვიდობიან დემონსტრანტებს ნაციონალური რეჟიმი უმოწყალოდ გაუსწორდა - აკაკი ალადაშვილი 7 ნოემბერზე

ერთი დღე, სამჯერ დარბეული მშვიდობიანი აქცია, სასტიკად ნაცემი მოქალაქეები და ძალის გამოყენებით გაჩერებული ტელევიზია - 2007 წლის 7 ნოემბრიდან 19 წელი გავიდა.

ესაა დღე, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მასშტაბური ძალოვანი ოპერაციით უპასუხა. წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები, ხელკეტები და დაუნდობელი ანგარიშსწორება დემონსტრანტებზე - ჯერ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ რიყეზე. ძალადობა დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა.

საღამოს კი სამიზნე უკვე დამოუკიდებელი ტელევიზია გახდა. შეიარაღებული, ნიღბიანი სპეცრაზმელები "იმედში" შეიჭრნენ. თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს, რამდენიმე მათგანი კი დაშავდა. დაარბიეს სტუდიები, გაანადგურეს აპარატურა და მაუწყებლობა ძალით შეწყვიტეს.

იმავე დღეს, ძალოვანი ოპერაციები ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესობიექტებზეც გავრცელდა, მათ შორის - მთაწმინდის პარკში.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში 7 ნოემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყო.

"ეს იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე დღე, როდესაც მშვიდობიან დემონსტრანტებს ნაციონალური რეჟიმი უმოწყალოდ გაუსწორდა. ბევრი სიმბოლოდან ერთ-ერთი მათი სიმბოლო არის 7 ნოემბერი და, შესაბამისად, მინდა გავიხსენო მისი და ბიძამისის საუბარი, ყველას გახსოვთ ეს საუბარი ხო? ანუ როგორ, რა სიტყვებით მოიხსენიებენ ისინი ქართველ ხალხს. ეს არის იმის გამოხატულება, როგორ ეზიზღებათ მათ ქართველი ადამიანები. როგორც ისინი 7 ნოემბერს მოექცნენ საკუთარ ხალხს, ამას ვერ იზამდნენ, თუ არა ის სიძულვილი, რომელიც აქვთ ქართველი ადამიანის წინაშე," - აცხადებს აკაკი ალადაშვილი. 

დღის ამბები