07 ნოემბერი 2026,   13:31
ვრცლად
"პარტნიორი - 2026" - ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, უწყებათაშორისი სწავლება ჩატარდა

ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, ოთხდღიანი უწყებათაშორისი სწავლება "პარტნიორი-2026" ჩატარდა. ტყიბულსა და თიანეთში სამხედროებმა, რეზერვისტებმა და მეხანძრე-მაშველებმა დივერსიული აქტების აღკვეთის, ხანძრის ჩაქრობისა და მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაციები გაითამაშეს.

სწავლებაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყება მონაწილეობდა. მიზანი კრიზისულ ვითარებებში უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება და საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი რეაგირება იყო.

დღის ამბები