07 ნოემბერი 2026,   13:32
ვრცლად
ბათუმში, ტაოსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები 300-მდე ოჯახის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, სამუშაოები დაიწყო

ბათუმში, ტაოსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები 300-მდე ოჯახის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სამუშაოები დაიწყო. ბათუმის მერიამ, შესაბამის სამინისტროებთან კოორდინაციით, პრობლემის მოგვარების გეგმა შეიმუშავა.

პირველ ეტაპზე, 160-მილიმეტრიანი ჭაბურღილი მოეწყობა, რომლის ამოქმედების შემდეგ წყლის რესურსის მოცულობას შეაფასებენ. თუ არსებული რესურსი მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდება, დამატებითი ჭაბურღილიც მოეწყობა.

 
 
 
დღის ამბები