"ჩემი პირველი ნერგი" - პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
ნერგების დარგვის ღონისძიებები ამჯერად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც 720-მა პირველკლასელმა თავისი პირველი ხე დარგო.
ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.