ლონდონის საგამოფენო სივრცეში საქართველოს კუთხეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ქართულ სტენდთან ხალხმრავლობა იყო.
WTM London 2026- 180 ქვეყანას აერთიანებს, მათგან ერთ-ერთი საქართველოა.
ეროვნულ სტენდთან უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს, კულტურასა და ისტორიას გასცნობოდნენ. გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარკეტინგული და საავიაციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს რეგიონების ტურისტული პოტენციალი უცხოელებს იმერეთისა და აჭარის რეგიონის წარმომადგენლებმა გააცნეს. საქართველოდან ლონდონში 20-მდე ტურისტული კომპანიაც იმყოფებოდა.
საქართველოს დელეგაციამ გამოფენის ფარგლებში უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. ღონისძიებას საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა.
სამდღიანი საერთაშორისო გამოფენა, სადაც საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა უკვე დასრულდა, პლატფორმა ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს ტურისტული პოტენციალი უფრო გაზარდოს.