უნგრეთი 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას არარეალისტურად მიიჩნევს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა ვილნიუსში ვიზიტისას განაცხადა - წერს მედია.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას 2030 წლისთვის, ორბანმა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი პროცესის დაჩქარებას მხარს არ უჭერს.
"ჩვენ ეს არარეალისტურად მიგვაჩნია. მტკიცედ ვუჭერთ მხარს დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს. თითოეულმა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა გაიაროს ისევე ეს პროცედურა, როგორც ეს ჩვენ გავიარეთ. არანაირ დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ ვუჭერთ“, -განაცხადა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - მოლაპარაკებების ექვსი მიმართულებიდან ოთხი უკვე გახსნილია.
ორბანის თქმით, პროგრესი ნაწილობრივ უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ტრანსკარპატიის უნგრული ეროვნული უმცირესობის უფლებების დაცვის შეთანხმებას უკავშირდება.