07 ნოემბერი 2026,   16:14
ვრცლად
ენმ-ის წევრი, ბესო შენგელია: 7 ნოემბერს მართლაც იყო არასახელმწიფოებრივი ქმედებები, სახელმწიფოს კანონი არ დაურღვევია, იყო რაღაც კერძო გადაცდომები

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბესო შენგელია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. საუბარია, განცხადებაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არაერთ საქმეში ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მორიგ ჯერზე დანაშაულებრივი მმართველობის გამართლებას ცდილობს.

ბესო შენგელიას შეფასებით, 7 ნოემბერს იყო არასახელმწიფოებრივი ქმედებები, სახელმწიფოს კანონი არ და არ დაურღვევია.

"მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულოდ ზის ციხეში. მიხეილ სააკაშვილმა თავის Facebook პოსტში ფართოდ განიხილა 7 ნოემბრის საქმე. ერთადერთი, რაც ფაქტი არის და რაც რეალობა არის, 7 ნოემბერს მართლაც იყო არასახელმწიფოებრივი ქმედებები, სახელმწიფოს კანონი არ დაურღვევია, იყო რაღაც კერძო გადაცდომები," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ბესო შენგელიამ.

არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე და ადამიანების დაკავებაზე - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არაერთ საქმეში ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მორიგ ჯერზე დანაშაულებრივი მმართველობის გამართლებას ცდილობს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი კვლავ მიიჩნევს, რომ როგორც 2007 წელს, ასევე 2008 წელს, მან სწორი ნაბიჯები გადადგა. ეს მაშინ, როდესაც არაერთი ანგარიში პირდაპირ მოწმობს, რომ სააკაშვილის მთავრობამ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ქვეყანაში შეზღუდა თავისუფალი სიტყვა და მედიის რეკეტი განახორციელა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

დღის ამბები