გორი მოსწავლეთა მასშტაბურ რობოტიკის კონკურსს მასპინძლობს. კონკურსში მონაწილეობა იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მე-8-9 კლასის მოსწავლეები, სულ 145 მოზარდი.
კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, პროგრამირებისა და საინჟინრო უნარების განვითარებაა.
გამარჯვებულებს, ტექნოლოგიურ პრიზებთან ერთად, განსაკუთრებული ჯილდო ელოდებათ - საგანმანათლებლო ვიზიტი შვეიცარიაში, CERN-ის კვლევით ცენტრში.