სკრინინგი, ვაქცინაცია, რისკების დროული შეფასების მნიშვნელობა - ეს იყო მთავარი თემა სამედიცინო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა და რომლის სახელწოდებაა "პრევენცია ქმედებაში: რეკომენდაციებიდან რეალურ ცვლილებამდე". ღონისძიება ახალი პროფესიული ასოციაციის შექმნას მიეძღვნა.
კონფერენცია მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და გამოცდილების გაზიარებას, როგორ უნდა იქცეს დაავადებათა პრევენცია და ადრეული გამოვლენა ყოველდღიური სამედიცინო პრაქტიკისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილად. შეხვედრას სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.