08 ნოემბერი 2026,   11:32
ვრცლად
საქართველოში ბანკირის დღე აღინიშნება - ეროვნულმა ბანკმა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვა

8 ნოემბერს საქართველოში ბანკირის დღე აღინიშნება. ეროვნულმა ბანკმა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვა. სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ეროვნული ბანკის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სებ-ში მუშაობის 30 წელი შეუსრულდათ. ასევე დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების გამორჩეული თანამშრომლები.

ბანკირის დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. 8 ნოემბერი პირველი ქართული ბანკის - თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებასა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს უკავშირდება.

დღის ამბები