საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შერეული გუნდური ასპარეზობის ვერცხლის მედალოსანია. ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ევროპის პირველობის ფინალში ჩვენი გუნდი რუსეთის ნაკრებთან 1:4 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ სოფიო სომხიშვილის (+78 კგ) ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრებმა ფინალური დაპირისპირება 0:1-დან დაიწყო.