08 ნოემბერი 2026,   13:04
ვრცლად
ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ვოკალისტთა მე-5 საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN გაიმართება

ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ვოკალისტთა მე-5 საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN გაიმართება. დედაქალაქი კი უახლოეს დღეებში მსოფლიო საოპერო ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში მოექცევა, რადგან თბილისი 24 ქვეყნიდან ჩამოსულ 55 ნიჭიერ ახალგაზრდა შემსრულებელს უმასპინძლებს.

წელს მონაწილეებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა, შესარჩევი ტურები მსოფლიოს სამ წამყვან სცენაზე - ვაშინგტონის, პრაღისა და უნგრეთის სახელმწიფო ოპერებში გაევლოთ. კონკურსის გრანდიოზული ფინალი და გალა კონცერტი 15 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

დღის ამბები